
ცოტა ბუნდოვანი იყო შესავალი, მაგრამ ეს მართლა ასეა, საქართველოში, ქალთა ეროვნული ნაკრების ფრენბურთელებს ახლახან უთხრეს, თან პირდაპირ უთხრეს, თქვენს ყოფნას რა აზრი აქვსო, მაღალ გოგონებს მეც მოვიყვან და ნაკრებს დავარმქევო. ასეთ დროს წინააღმდეგობაც გავუწიეთ, შევეპასუხეთ, მაგრამ მივხვდით, რომ აზრი არ აქვს საუბარს... ამ დროს იწყებენ თავისი ბეისბოლისტის კარიეირს გახსენებას და ყველა იმედს გიკლავენ.
20 ივნისს თსუ-ს ფრენბურთელთა გუნდები ყარსში გაემგზავრნენ უნივერსიადაზე. მართალია, სუსტი გუნდები დახვდათ იქ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სუსტ გუნდებს, აქვთ პირობები, პირობები, რომლებიც არ ესიზმრება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფრენბურთში. თანაც, ეს ტურნირი ყარსში უკვე რამდენიმე წელია ტარდება, იქაური გუნდები გამუდმებით აგებენ ჩვენებთან და პირველობას ვერ ართმევენ. წელსაც ასე მოხდა, თსუ-ს ფრენბურთელმა გოგონებმა ისევ პირველი ადგილი დაიკავეს, თურქებმა ისევ წააგეს, მაგრამ მომავალ წელს ტურნირი მაინც ჩატარდება... ანუ ისინი არ თამაშობენ იმის შიშით, რომ წაგების შემთხვევაში შეიძლება დაფინანსება შეუწყდეთ, ისინი თამაშობენ, რათა უბრალოდ მოიგონ.
ჩემი აზრით, საქართველოში სპორტის ყელა სახეობაში მსგავსი პრობლემაა... ბევრი სპორტსმენი შეშინებული გადის მოედანზე, იმიტომ რომ მას "ვინმე უფროსი" ადევნებს თვალს და მცირედი შეცდომის გამო მას "დასჯის". ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, უნდა არსებობდეს მოტივაცია და შესაბამისად მონდომება და ძალისხმევა გაიზრდება. რა თქმა უნდა, სპორტსმენებიც ბევრს "სცოდავენ", არ ინარჩუნებენ სპორტსმენის სახეს, ზარმაცობენ, თავს იტყუებენ. მაგრამ შედეგი ყველას თანაბარი მონაწილეობითა და ერთიანი მუშაობით მიიღწევა მხოლოდ. მოდით ზოგჯერ ავდგეთ და სხვაზეც ვიფიქროთ...

თსუ-ს ვაჟთა ნაკრებმა ყარსში გამართულ ტურნირში მესამე აგილი დაიკავა, რადგან ძირითადი შემადგელობის მოთამაშეები არ ჰყავდა.
პოსტებზე გამოხმაურების მსურველებმა დატოვეთ კომენტარი, ან გამოგვეხმაურეთ ელექტრონულ მისამართზე ourvolleyball.gmail.com
ძალიან გამიხარდა მსგავსი პოსტი რო აღმოვაჩინე..რახანია პროტესტის გრძნობა მეუფლება იმაზე, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა სათანადოდ დაფასებული არაა..პრაქტიკულად ჩვენს საზოგადოების ინტერესის სფეროში ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი ხვდება..მაშინ როცა არანაკლებ კარგი პერსპექტივა აქვს სპორტის სხვა სახეობებსაც..გეთანხმებით იმაში, რომ არ შეიძლება სპორტსმენი თამაშობდეს იმის შიშით, ვაითუ წავაგე დაფინანსება შემიწყდებაო..მისი საქმეა მაქსიმალურად თამაშზე იყოს ორიენტირებული და არა იმაზე, წაგების შემთხვევაში რა შედეგი მოყვება ამას...ვფიქრობ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, სპორტსმენებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი გარემო და მოტივაცია, იმისათვის რომ მათი მონდომება გაიზარდოს და ეს თამაშის ხარისხზეც აისახოს..
ReplyDeleteმადლობა ლანა :) შენ ფრენბურთელი ხარ? გამოსწორების იმედი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ სხვას არ უნდა ვუყუროთ ამისათვის. სპორტსმენებმაც უნდა გარისკონ და შეეცადონ რაიმე ცვლილების შეტანაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ.
ReplyDelete