Tuesday, January 29, 2013

WHAT IF THERE WAS NO VOLLEYBALL?

ოდესმე გიფიქრიათ ამაზე, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ფრენბურთის გარეშე?
ვფიქრობ ბევრს გიფიქრიათ და ცოტა ცუდი სურათი დაგიხატავთ გონებაში ან შეიძლება კარგი :)) 1) არ გეყოლებოთად მეგობრები, რომლებიც შეიძინეთ ფრენბურთის მეშვეობით; 2) არ გექნებოდათ იმდენი ტკბილი მოგონება, რომელიც გაქვთ ახლა სწორედ ფრენბურთის, ამ მეგობრებისა და თამაშების შეკრებების შედეგად; 3) ახლა ნეტა თუ წარმოიდგენთ რაში დახარჯავდით იმ დროს, რომელიც ფრენბურთისთვის დახარჯეთ? ალბათ ბევრი ახლა გაიფიქრებს ვისწავლიდიო ან რაიმე სასარგებლოზე დავხარჯავდი ამ დროსო... კი, ესეც მართალია რაღაც მხრივ, მაგრამ ჩემი აზრით, ფრენბურთთან ერთად ადამიანს შეუძლია მოინდომოს და არც სხვა საქმეს მოაკლოს საჭირო დრო...თანაც მაშინ, როდესაც საქართველოში ფრენბურთი დიდად არ ფასობს და თავს არავინ იკლავს ვარჯიშით ზოგიერთი გამონაკლისის გარდა; 4)ფრენბურთზე რომ არ შემოსულიყავით, შეიძლება ახლა სადმე კარგ ადგილას გემუშავათ... ნუ ესეც ძალიან სადაო საკითხია... 5) ფრენბურთის გარეშე ალბათ არ გახდებოდით შედარებით დამოუკიდებლები; 6) ვერ მიიღებდით რაღაც გარკვეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, შეიძლება ძალიან მცირეს, მაგრამ ესეც გარკვეული გამოცდილებაა, რომელიც ალბათ ცხოვრებაში გამოგვადგება; 7) ზოგი ნერვებსაც დაზოგავდა, წარუმატებლობის, პირობის არშესრულების ან მეგობრის მხრიდან ცუდი მოქცევის გამო რომ მოიშალა, მაგრამ ეგეც არაფერი :)) ესეც გარკვეულწილად წინა პუნქტს უკავშირდება, ასეთი რაღაცების გამოცდაც აუცილებელია ცხოვრებაში და მომავალშიც ალბათ არაერთი გველის :)) 8) ზოგიერთი ჩვენგანი გარკვეულ ქვეყნებს ან თუნდაც საქართველოს ქალაქებს არ მოინახულებდა. რა მაგარი იქნებოდა ჩემპიონატების მსვლელობისას სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ხევსურეთში ან თუშეთში რომ დაგვჭირვებოდა წასვლა. სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება და ფრენბურთი მეგობრებთან ერთად <3 მმმ... ნეტარებაა :))
სავარაუდოდ ასეთი ადგილი არ გამოდგებოდა ჩემპიონატისთვის, მაგრამ პირდაპირაც ნუ გაიგებთ ნათქვამს :)) 9) ძალიან ელემენტარული რამ, არ იქნებოდით ... ასე ვთქვათ... სპორტული აღნაგობის მქონე და საერთოდ სპორტი ხო ჯანმრთელობაა :)) თუმცა ზოგიერთი ცუდ ტრავმებს და პირიქით ჯანმრთელობის პრობლემებსაც არ მიიღებდა :(( მაგრამ სწორი ვარჯიშია საჭირო და მერე იქნებ გაგიმართლოთ და არც არაფერი დაგიშავდეთ :)) 10) სახალისო რამაც შეიძლება ითქვას, ფრენბურთის გარეშე თქვენი მეგობრები სიამაყით არ გაგაცნობდნენ სხვებს, როგორც ფრენბურთელს :D ღადაობაა, მაგრამ სიმართლე; 11)ფრენბურთი რომ არა, არავინ გეტყოდათ "გოგოებო, თქვენ სპორტსმენები ხართ? კალათბურთელები?.. ხელბურთელები?.. აბა?.. ფრენბურთი ეს რომელიააა?.. ააა..." დიდი სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბოლო შეკითხვას არ სვამენ ხოლმე :)) 12) ფრენბურთზე რომ არ შემოსულიყავით, არ იქნებოდით ფრენბურთის ამ არანორმალური, დარტყმული, რავი, ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ამასთანავე... მაინც ლამაზი და მაინც რო გიყვარს ისეთი ოჯახის წევრი. თანაც ამ ოჯახის თითქმის ყველა წევრთან რაღაც საერთო მოგონება გაკავშირებს; 13) დაა ყვეეელზე მთავარი! :))) არ გეცოდინებოდათ ფრენბურთის თამაში, არ ეზიარებოდით ამ უულამაზეს სპორტს, რომელიც ძალიან აზარტულია, სასიამოვნოა საყურებლად და სათამაშოდ ხომ სააერთოდ ძალიან მაგარია! განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიამოვნებით თამაშობ და გამოგდის ან თუნდაც არ გამოგდის, არ იძაბები, ვინ რას გეტყვის თამაშის მერე ან ვინ რას იტყვის შენზე, თამაშობ უბრალოდ შენთვის, შენი გუნდისთვის და ფრენბურთისთვის :)
ამ სურათს ისევ ვიყენებ, იმიტომ რომ საჭიროა ერთად იბრძოლოს ყველამ მიზნისთვის და უნდა მორჩეს შიდა დაპირისპირებები. გავუზიაროთ ყველამ საკუთარი აზრი ერთმანეთს, კრიტიკულიც მოვისმინოთ, დადებითიც, ოღონდ ლაქუცს მოვეშვათ :D მოკლედ, ჩვენ ყველამ მაინც გავაკეთოთ რამე ფრენბურთისთვის და თუ არ გამოვიდა, ის მაინც გვექნება სათქმელი, რომ ჩვენ ვცადეთ.